21:51 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 17:46:05, 1057 ნახვა

სამართალი
ზესტაფონში ძაღლი სასტიკად მოკლეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

დღეს, სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც მოკლული ძაღლია ასახული.

როგორც ფოტოს ავტორი წერს, ძაღლის მკვლელობის ფაქტი ქალაქ ზესტაფონში მოხდა. მისივე ინფორმაციით, ძაღლი მიუსაფარი იყო, თუმცა აგრესიულობით არ გამოირჩეოდა.

"ზესტაფონში ერთი ძაღლი გვყავდა შეფარებული ეზოში. ჩავდიოდი, ძაღლის საკვებს ვყიდულობდი და ვპატრონობდი. ჩემი არყოფნის დროს კი ჩემი ოჯახის წევრები უვლიდნენ. მეზობლებს არ მოსწონდათ და 100-ჯერ ვეჩხუბე, ვერაფერი გავაგებინე. პატრულში დარეკეს და წაიყვანეს ძაღლი ქუთაისის თავშესაფარში. იქ ყურზე საყურე და კასტრაცია გაუკეთეს და როგორც იქნა, დავიბრუნეთ როკი. მერე ცემეს კიდეც მეზობლებმა. ჩემებმა მოუარეს და ფეხზე დააყენეს. ფოტო ან ვიდეო მასალა არ გვქონდა და ვერაფერს ვაკეთებდით. ჩემს დას ნანახი აქვს პატრულთან ერთად, ძაღლის ცემა მერიის თანამშრომელმა რომ დააპირა. ვინც ცემა, იმის მიმართ აგრესიული გახდა, თუმცა არასდროს არავისთვის უკბენია. ვიღაცა არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში და არავისთვის არაფერი დაუშავებია", - წერს ფოტოს ავტორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics