|
2018-07-13 15:00:28, 557 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: უწყების ოთხი მიმართულებიდან არცერთი არ გახდება მეორეხარისხოვანი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს დავით სერგეენკოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს. სერგეენკომ თავისი გამოსვლა სამინისტროების შერწყმაზე საუბრით დაიწყო. მისი განცხადებით, უწყების ოთხი მიმართულებიდან არცერთი არ გახდება მეორეხარისხოვანი. "ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხი სპეციფიკურია, რადგან ამ ადამიანებმა დაკარგეს ის, რასაც მათი წინა თაობები ქმნიდნენ. მიმართულებები, რასაც დევნილთა სამინისტრო ახორციელებდა ინტეგრაციის პროცესში სრულად იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება შრომისა და დასაქმების მიმართულებას, შეიქმნა და დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა. დაინერგა სამმხრივი კომისია და შრომის ინსპექტირების სამსახური. მიუხედავად ამ რეფორმებისა გამოწვევები ისევ რჩება და სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით. ჯანდაცვის სფეროში მთავარ მიღწევად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რჩება. პროგრამის მეშვეობით გაორმაგდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც გეგმიური ამბულტორიული სერვისებისთვის მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. შემცირდა ჯიბიდან დანახარჯები,თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქვეყანაში 70 ახალი კლინიკა გაიხსა, რაც იმას ნიშნავს რომ ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა გაუტოლდა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. თუმცა მათი უმრავლესობა დედაქალაქში და დიდი ქალაქებშია თავმოყრილი", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. დავით სერგეენკომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე, რადგან პროგრამის დასრულების დრო ლიმიტირებულია. რაც შეეხება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდას, სერგეენკოს თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდება და პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე წვდომა გაიზრდება. "2012 წლიდან დღემდე რამდენჯერმე გაიზარდა სოციალური პროგრამების ბიუჯეტი, თუმცა მიზნობრივი სოციალური დახმარების საკითხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა , მთელს მსოფლიოში არ არსებობს უხარვეზო და ყოვლისმომცველი პროგრამა. ზუსტად არის იდენტიფიცირებული მეთოდოლოგიის სუსტი წერტილები და მასზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რეფორმის მასშტაბის ცვილებები კი იქნება მაშინ, როდესაც მოხდება სისტემის დელეგირება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე დ მას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს", - აღნიშნა მან.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)