|
2018-07-13 13:07:26, 744 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება FBI-ის გამომძიებლებს მისცეს
სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის, ოჯახი ითხოვს, რომ დაკავებული, ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გამომძიებლებმა რაც შეიძლება მალე დაკითხონ. ბრალდებულის ადვოკატის დავით გირგვლიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას ამერიკელ გამომძიებლებს მისცემს, რადგან საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. უფლებადამცველი მოითხოვს ყველა ექსპერტიზა ამერიკულმა მხარემ ჩაატაროს. „არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად მისცეს ჩვენება ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ მათთან შეხვედრით, თანამშრომლობით და იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება, ასევე, ჩვენი მეორე მოთხოვნა არის ის, რომ ყველა ექსპერტიზა, რაც ამ საქმის ირგვლივ არის ჩატარებული და დანიშნული, ჩატარდეს აშშ-ის ფედერალური ბიუროს მიერ აშშ-ში და მათ კვლევით ლაბორატორიებში და საექსპერტო ბიუროებში“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)