2018-07-13 12:24:28, 807 ნახვა
სამართალი
შუახევის მერიაში გამართულ თათბირზე სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მერიის სამსახურის უფროსებთან და ა(ა)იპების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე.
სამუშაო თათბირზე მიმდინარე საკითხებთან ერთად სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს, განიხილეს მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და მშენებლობის განსაზღვრულ ვადებში განხორციელების საკითხებზე.
(NS)
ავტორი: ,