|
2018-07-13 11:49:18, 2257 ნახვა
მსოფლიო
კვლევა: ამერიკელებმა ქვეყნის საუკეთესო პრეზიდენტად ბარაკ ობამა დაასახელეს
Pew Research Center-ის კვლევის თანახმად, ამერიკელებმა ქვეყნის საუკეთესო პრეზიდენტად ბარაკ ობამა დაასახელეს, - ამის შესახებ Independent იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კითხვაზე, რომელმა პრეზიდენტმა გააკეთა ქვეყნისთვის ყველაზე მეტი სასიკეთო საქმე, ამერიკელების 44%-მა ქვეყნის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დაასახელა. ამავე რეიტინგში მეორე ადგილს ბილ კლინტონი იკავებს, რომელსაც ხმა 33%-მა მისცა, ხოლო მესამე ადგილზე რონალდ რეიგანი გავიდა, 32%-ით. კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპი, რომელმაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი რეიტინგი ობამას რეიტინგს ბევრად აღემატებოდა, ამ სიაში მე-4 ადგილზე გავიდა, 19%-ით. კვლევაში 2 002 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხვა 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 22-დან 37 წლამდე მოქალაქეებმა მიიღეს. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი კვლევა, რომელშიც ბარაკ ობამამ გაიმარჯვა. Gallup-ის კვლევის თანახმად, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წლის თებერვალში გამოაქვეყნა, მოქალაქეებმა საუკეთესო პრეზიდენტად ბარაკ ობამა დაასახელეს. მას გამოკითხული მოსახლეობის 63%-მა დაუჭირა მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)