|
2018-07-12 20:22:03, 815 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება
პარლამენტის ბიურომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საქართველოს მთავარობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" კომიტეტებსა და პოლიტიკური ჯგუფებში განხილვის გრაფიკზე იმსჯელა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკითხების საკომიტეტო ფორმატში განხილვა ხვალ, 13 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება. საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ კი განხილვა პოლიტიკურ ჯგუფებში გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის გრაფიკი მოქნილი იქნება და ყველა დეპუტატს ექნება საშუალება დასვას შეკითხვა. „როგორც წესი, განხილვა გრძელდება იმაზე მეტხანს, ვიდრე გათვალისწინებულია გრაფიკით და აქ პრობლემები, როგორც წესი, არ იქმნება ხოლმე. კომიტეტები მოუსმენენ ყველა მინისტრს, რომელიც წარმოადგენს საკუთარ მოხსენებას. ამის შემდეგ, ყველა დეპუტატს, ვისაც ექნება სურვილი, ექნება საშუალება დასვას კითხვა და თითოეულ კითხვას გაეცემა პასუხი. ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი, რაც არის მთავარი საპარლამენტო განხილვისათვის. რაც შეეხება გრაფიკს, ის იქნება მოქნილი და იმის მიხედვით, თუ რამდენ დროს წაიღებს მოხსენებები და კითხვა-პასუხი, ბუნებრივია, გრაფიკში მოგვიწევს შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ამ კუთხით პრობლემები არ შეიქმნება არც საკომიტეტო მოსმენებისთვის და არც პოლიტიკური ჯგუფებისთვის",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ასევე გააცნო საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი, შალვა თადუმაძის კანდიდატურა. ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზეც იმსჯელა და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა. საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" თანახმად, გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ, საკომიტეტო ფორმატში და პოლიტიკურ ჯგუფებში საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის შემდეგ, ბიუროს სხდომა ჩატარდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)