|
2018-07-12 20:05:08, 768 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? სახელმძღვანელობიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?
კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები არა პარტნიორებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვიმლა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც ნატო-ს სამიტი იმართება. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, საზოგადოებამ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებები მიიღოს. „ვინმე ახსნის, რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი? არამარტო ახსნა არ ვიცით, არამედ არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი, გავიგოთ, ხომ გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც თითქოს ისე გამოჩნდა, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა და ამ დროს, მაისში იმხელა ეკონომიკური ზრდა გვქონია, რომელიც აქამდე საერთოდ არ ჰქონია საქართველოს. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი, რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და სახელმძღვანელობიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება? რა დააშავა ამ ადამიანმა, ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, ნებისმიერ ქართულ ოჯახში აქვთ. აღარ გვეკითხებიან, გვეშველება რამე? გვეკითხებიან კვირიკაშვილი რატომ წავიდა და მე ამაზე პასუხი არ მაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 13 ივნისს დატოვა. იგი აღნიშნულ პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)