2018-07-12 17:23:02, 1042 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4401 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4403 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.8483 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი ფასი 2.8593 ლარია. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0110 ლარი შეადგინა
ავტორი: ,