|
2018-07-12 15:45:36, 531 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: მინისტრობის კანდიდატებს წარმატებული კარიერა აქვთ გამოვლილი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მინისტრობის ახალ კანდიდატებს დადებითად აფასებს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ყველა კანდიდატს წარმატებული კარიერა აქვს გამოვლილი. დეპუტატმა ასევე მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასაც გაუსვა ხაზი. „მამუკა ბახტაძემ შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის ამ საქმიან პოლიტიკას უპასუხოს ასევე საქმიანი პოლიტიკით. პრემიერ-მინისტრმა მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო პარლამენტთან თავისი საქმიანობა და დარწმუნებული ვარ, რომ იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც მან დაანონსა პარლამენტთან თანამშრომლობა მხოლოდ საქმეს წაადგება. რაც შეეხება მინისტრების გამოცდილებას რაც ცნობილია ჩვენთვის, ამ ადამიანებს აქვთ საქმიანი გამოცდილება და გამოვლილი აქვთ წარმატებული კარიერა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)