08:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 10:58:42, 585 ნახვა

საზოგადოება
ავჭალის არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში აქცია-კონცერტი გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და საქვემლოქმედო ფესტივალ „პოემუსის“ ორგანიზებით,  ავჭალის არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა.

მასში ცნობილი მომღერლები, მსახიობები და პოეტები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ თორნიკე ყიფიანი, ნუცა ბუზალაძე, ია სუხიტაშვილი, სანდრო კაკულია, გიორგი რუხაძე და სხვები.

კომპანიამ PSP არასრულწლოვნებისთვის სასაჩუქრედ ჰიგიენური საშუალებების კომპლექტები გამოყო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ კი არასრულწლოვნებს საჩუქრად წიგნები გადასცა.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი პაპავას განცხადებით, ცენტრი მსგავს ღონისძიებებს „პოემუსთან“ ერთად უკვე ტრადიციულად მართავს.

„კიდევ ერთი ღონისძიება ჩავატარეთ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. ჩვენ ვცდილობთ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ იმ ცნობილმა ხელოვანებმა, რომლების მოსმენაც და ნახვაც სურთ ჩვენს უმცროს მეგობრებს. კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო ვაჩუქეთ მასპინძლებს“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ღონისძიებას კომპანია PSP-ს მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული დაესწრო. მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანია სიამოვნებით შეუერთდა ამ აქციას და მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის შესახებ. მსახიობმა სანდრო კაკულიამ კი ღონისძიების ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ემოციური საღამო დაუვიწყარი იქნება.

ამ დროისთვის ავჭალის  N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში 48 არასრულწლოვანი იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics