21:50 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 13:03:02, 1115 ნახვა

სამართალი
დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, მასზე და მის შვილზე თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ

მხედრიონის ყოფილი ლიდერი, პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი მასზე და მის შვილზე განხორციელებულ თავდასხმას, რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებს.

როგორც გუგეშაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდასხმის მიზეზი სავარაუდოდ მისი უკრაინაში ყოფნაა, რომლის დროსაც ის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა.

გუგეშაშვილის თქმით, მის უფლებადამცველს აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ მკვლელობის დამკვეთი ერთ-ერთი რუსი გენერალი იყო.

"როდესაც 2017 წლის 29 ოქტომბერს დავბრუნდი სამშობლოში უკრაინიდან, თითქმის 5 საათის გამავლობაში თბილისის აეროპორტში შემიზღუდეს გადაადგილების უფლება და არავის აუხსნია რატომ. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ შს მინისტრ გიორგი გახარიას, თუმცა უწყებისგან მივიღეთ უცნაური პასუხი, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის", - აღნიშნა პოლკოვნიკმა.

მისი უფლებადამცველის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მას დაუკავშირდა პატიმარი, რომელსაც გუგეშაშვილის ლიკვიდაცია შეუკვეთეს. მანვე დასძინა, რომ პატიმარი შესაბამის განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

"ერთ-ერთი პატიმრისგან მივიღე ძალიან საინტერესო ინფორმაცია. მასთან მივიდე ერთი პიროვნება, რომლის სახელსა და ვინაობას ასახელებს. ის არის უცხოელი. მან შესთავაზა ან თვითონ აეღო საკუთარ თავზე მისია ან მოეძებნა ადამიანები, რომლებიც გუგეშაშვილის ლიკვიდაციას განახორციელებდნენ. სიაში გუგეშაშვილის გარდა კიდევ 4 ადამიანი იყო. ეს ადამიანი იყო ემისარი გამოგზავნილი ერთ-ერთი რუსი გენერლის მიერ", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს 7 თებერვალს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics