|
2018-07-12 09:51:49, 769 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ივანე მაჭავარიანი მაქსიმალურად დაგვეხმარება ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში
„ჩვენი მოლოდინია, რომ ივანე მაჭავარიანი მაქსიმალურად დაგვეხმარება ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ფინანსთა მინისტრის წარდგენისას განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მაჭავარიანის გამოცდილება თვალსაჩინოა. „ივანე მაჭავარიანი წლების განმავლობაში მუშაობდა „თელიასონერას“ ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯეოსელში“. ის გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი ამ კომპანიაში. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებული ციფრულ ეკონომიკასთან. ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც მე წარვადგინე, მათი დაახლოებით 50% საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო. ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველა გამოცდილი ადამიანი ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით 1-დან 1.5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება“, - განაცხადა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)