|
2018-07-11 18:42:03, 606 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა დაბალია და საკადრო ცვლილებებს საჭიროებს
"რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის ჩვენს რეგიონებში; აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალი მთავრობა გააკეთებს, იქნება სტრუქტურული, ისევე როგორც მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის შეფასებით, ამ ინსტიტუტს გაძლიერება და მოსახლეობისთვის მისაღები ფორმის მიცემა სჭირდება. „ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთესა და შეღავათს. ვფიქრობ. ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, ისეთი ტიპის მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს, ვიმუშაოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე. ვფიქრობ, მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა ძალიან დაბალია და საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)