|
2018-07-11 18:15:27, 824 ნახვა
საზოგადოება
წლის ბოლომდე, უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1 000 ავტომობილით შემცირდება
წლის ბოლომდე, სამთავრობო უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1 000 ავტომობილით შემცირდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა ავტომობილები რელიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა. „ხარჯი, რომელიც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით, არის მიუღებელი და ამ კუთხით არის პრინციპული ნაბიჯები გადასადგამი. მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების ფარგლებში, წლის ბოლომდე, უწყებების ავტოპარკი შემცირდება დაახლოებით 1 000 ავტომობილით. აღნიშნული მანქანები რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოს დაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება აქვს. „დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში. ეს არის პირველი ნაბიჯი და ჩვენ აუცილებლად მოვაყოლებთ სხვა ინიციატივებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნის იდეას, რაც უფრო მეტ ოპტიმიზაციას გააკეთებს და საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დავზოგოთ ხარჯები“, - განაცხადა პრემიერმა.
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)