|
2018-07-11 18:05:07, 784 ნახვა
კომენტარი
პრემიერი სმიტების ოჯახის მკვლელობაზე: დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დამნაშავე პირი პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით აგებს. "სმიტების ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და აკეთებდა უამრავ კარგ საქმეს ჩვენი საზოგადოებისთვის გახდა შემზარავი სისასტიკის მსხვერპლი. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება შემზარავი მკვლელობის გამო. მინდა მივუსამძიმრო სმიტების ოჯახის ახლობლებსა და მეგობრებს. დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულების და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეგახსენებთ, 6 ივლისს ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათი 4 წლის შვილი გაუჩინარდა. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას იმავე დღეს იპოვეს, 7 ივლისს კი, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, შსს-ს ცნობით, ბავშვის ცხედარი საქმეზე დაკავებულ პირთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)