|
2015-06-02 09:33:42, 416 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 13:30 საათზე, მთავრობის მეთაური სოფელ ცაიშში, კომპანია “STIMOR Associate” -ის სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებს, რომელიც პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა. 14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში McDonald’s -ს გახსნის და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს. 14:30 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი დადიანების სასახლეს ესტუმრება, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტებს დაათვალიერებს. პრემიერი ასევე დაესწრება აშშ-ს საელჩოს მიერ დადიანების ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა. 15:20 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აშშ-ს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ბაზრობას დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას, ირაკლი ღარიბაშვილი 16:00 საათზე სოფელ რუხშიც ჩავა, სადაც მშენებარე მულტიფუნქციური საავადმყოფოსა და სავაჭრო ცენტრის პროექტებს გაეცნობა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)