|
2018-07-10 18:56:08, 839 ნახვა
საზოგადოება
WHO: ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 70-ე ადგილზეა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 70-ე ადგილზეა. გასულ წელს, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა. აღნიშნული მნიშვნელოვანი ცდომილების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. სამინისტრომ, მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, WHO-ს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ განახლებული და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა; მოხდა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიის დაზუსტებაც, რის შედეგადაც, 2018 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში 70-ე ადგილს იკავებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არაერთგზის გაჟღერებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო არ არის, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციაც ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების გატარების მიმართულებით, რათა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა.
(NS)
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)