13:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 14:05:25, 1773 ნახვა

მსოფლიო
იაპონიაში წყალდიდობას 141 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ NHK იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 50-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სინოფტიკოსები ვარაუდობენ, რომ უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და ამან შესაძლოა ახალი საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას. ისინი მოქალაქეებს აფრთხილებენ შესაძლო მეწყერის ჩამოწოლის საფრთხის გამო.

მედიის ცნობით, სტიქიის ზონიდან მაშველებმა ამ დროისთვის 1 800 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. სულ სხვადასხვა პროვინციიდან 32 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 20 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

შეგახსენებთ, სტიქია იაპონიას 6 ივლისს დაატყდა. 7 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიტბორა და განადგურდა ასობით სახლი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics