2018-07-10 13:41:22, 940 ნახვა
სამართალი
გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა უწყების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება.
როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის მიხედვით, ოჯახში ძალადობაზე სასჯელი მკაცრდება.
მისივე თქმით, გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის. ასევე, მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში, შსს-მ გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.
ავტორი: ,