13:39 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 21:43:27, 1264 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის შექმნილ პირველ ქართულ ჩათ ბოტს ახალი ფუნქციები დაემატა [ვიდეო]

თიბისის პირველ ქართულენოვან ჩატ ბოტს ინოვაციური ფუნქციები - ხმოვანი შეტყობინება და თი ტრანსფერი დაემატა.

თი ბოტი მესენჯერ აპლიკაციაში თიბისის ჩატ ბოტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატების, ამინდის შესახებ) და TKT.GE-დან ბილეთების შეძენა.

თის ახალი შესაძლებლობის გამოყენებით მომხმარებელი ზემოთხსენებული აქტივობების შესრულებას უკვე ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნითაც შეძლებს. თი ბოტი იგებს ხმოვანი შეტყობინებით მიღებულ დავალებებს და შესაბამისად, რეაგირებს მასზე.

ტექნოლოგიური სიახლე თიბისის მულტიჩენელის განვითარების განყოფილების უფროსმა ზვიად წოწკოლაურმა წარადგინა.

„ბოტის ახალი ფუნქციის გამოყენებისთვის მომხმარებელმა თი ბოტთან ჩათში უნდა დააჭიროს მიკროფონის ნიშანს და ხმოვანი ბრძანების სახით თხოვოს თის სასურველი ოპერაციის შესრულება. მაგალითად "გადარიცხე გიორგისთან  5 ლარი", „დღეს რა ამინდია თი", „ნახე რამდენი მაქვს ბალანსი" ანგარიშზე, მობილურზე მინდა ფულის ჩარიცხვა. თი ბოტს ესმის ეს ხმოვანი ბრძანებები და  პასუხებს წერილობით რეჟიმში აბრუნებს“, - განაცხადა წოწკოლაურმა.

თი ტრანსფერის საშუალებით მომხმარებელი თანხის გადარიცხვას მეგობართან  საუბრის დროს მესენჯერის აპლიკაციიდან გაუსვლელად  შეძლებს. გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა:

·         შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა;

·         დააჭიროთ „+" ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან);

·         მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა;

·         დაადასტუროთ გადარიცხვა;

·         მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის საასუბროშივე მიიღებს;

·         „მიიღე თანხის" დაჭერის შემდეგ კი, თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე.

ცნობისთვის, თიბისის თი ბოტი კომპანია Pulsar AI -სთან კოლაბორაციით შეიქმნა.

 

 

(R)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics