19:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 19:38:15, 943 ნახვა

სამართალი
ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სასამართლომ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა. 

"პროკურატურის შეამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლომ. ჩვენ ვითხოვდით, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით თავდებობას. ზაზა სარალიძე და ბაჩუკი ქარდავა მიდგებოდნენ თავდებში. არ მაქვს საშუალება, რომ 5 ათასი ლარი დავრიცხო სასამართლოს ანგარიშზე და ეს ფაქტი გავაჟღერეთ, თუმცა არ იქნა გაზიარებული ეს შუამდგომლობა. პროკურორები აპელირებდნენ, რომ მე გარკვეული ქონება გამაჩნია, მაგრამ გაირკვა, რომ ჩემს ყველა ქონებას ბანკების ყადაღა ადევს. შემდეგ პროკურორებმა თქვეს, რომ დედაჩემს აქვს ბინა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა როდესაც აწყობთ დედა ოჯახის წევრია, როდესაც არ აწყობთ არ არის. ჩემს შემთხვევაში ჩაითვალა, რომ დედა არის ოჯახის წევრი. თუ არ ვცდები 30 დღეში უნდა შევიტანო ეს თანხა", - განაცხადა კუპრავას სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალი სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics