00:48 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 19:16:52, 930 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ანკარას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ანკარაში დახვედრის ცერემონიით დაიწყო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აეროპორტში ქართულ დელეგაციას სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, ანკარის გუბერნატორი, მერი და გარნიზონის  ხელმძღვანელი დახვდა.

გიორგი მარგველაშვილი ანკარას თურქი კოლეგის მიწვევით სტუმრობს. საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წარმომადგენლები 21 ქვეყნის სახელმწიფო მეთაურებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერ თურქეთის პრეზიდენტთან კომუნიკაცია ნატო-ს სამიტის წინ.

"დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს თურქეთში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. საქართველოს პრეზიდენტს საშუალება ექნება ასევე ჰქონდეს კომუნიკაცია არაერთი ქვეყნის ხელმძღვანელთან, რომელიც ასევე მონაწილეობენ ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. თურქეთი არის და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად, თურქეთი არის ძალიან დიდი მხარდამჭერი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და მათ შორის ნატოს სამიტის წინ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს თურქეთში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ანკარაში პრეზიდენტის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics