|
2018-07-09 19:00:41, 694 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ნურავინ ელოდება, რომ გუნდი თეა წულუკიანის მიმართ ისეთ განცხადებებს გააკეთებს, როგორიც ენმ-ს გაუხარდება
„ნურავინ ელოდება, რომ „ქართული ოცნება“ და თეა წულუკიანის მიმართ გააკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორიც „ნაციონალური მოძრაობას“ ან რომელიმე ვიწრო პარტიულ დაჯგუფებას გაუხარდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „თეა წულუკიანი არის ჩვენი თანაგუნდელი, ის არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ნურავინ ნუ ელოდება რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი მის მიმართ გააკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორიც გაუხარდება „ნაციონალური მოძრაობას“ ან რომელიმე ვიწრო პარტიულ დაჯგუფებას, რომელსაც მასთან აქვთ პირადი ანგარიში და შურთ დღეს, რომ ეს ანგარიში როგორმე გაათანაბრონ. ეს ვერ მოხდება. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი მიმდინარე კვირაში დაასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)