19:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 18:21:33, 935 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ზვიად კუპრავასთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელისთვის, ზვიად კუპრავასთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, რაც სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის შეურაცხყოფაში გამოიხატა, ზ.კ-ს  წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 11 ივნისს  თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლ.თ.-ს მიერ იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ზ.კ-ს და სხვათა მიმართ, რა დროსაც  სასამართლო პროცესზე  14:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოცხადდა შესვენება. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზ.კ.  თვითნებურად გავიდა სხდომის დარბაზიდან და ჩავიდა პირველ სართულზე მდებარე სასადილოში. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სასადილოში შევიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და ზ.კ-ს სხდომის დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს და განუმარტეს, რომ მოსამართლეს პროცესი უნდა გაეგრძელებინა, რის გამოც აუცილებელი იყო სხდომის დარბაზის და მონაწილე პირების მზადყოფნა. ზ.კ. არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოწოდებას და მოსამართლის მისამართით შეიგინა. პოლიციელთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ზ.კ.-მ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და კვლავ იგინებოდა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მისამართით და უცენზურო ფრაზებით მოიხსენიებდა მას, რითაც გამოხატავდა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობას. აღნიშნულის გამო ზ.კ.-ს  სასამართლო სხდომის დარბაზში მიყვანა პოლიციის მუშაკების მიერ იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით მოხდა.

ბრალდების მხარემ ზ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ზ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics