|
2018-07-09 16:36:44, 1186 ნახვა
ეკონომიკა
ხორვატიის ნაკრებისთვის ფორმებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კერავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, შპს „აჭარა ტექსტილე“ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეული, კერძოდ ხორვატიის ნაკრებისთვის ფორმებს კერავს. ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილე“ 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ. აღსანიშნავია, რომ კომპანიას, ქ. ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ბობოყვათში არსებულ ორ სამკერვალო ქარხანაში დასაქმებული ჰყავს 2 500 საქართველოს მოქალაქე. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კი, კომპანიამ მარტიდან ასორტიმენტის გაფართოება და ქ. ფოთში ახალი საწარმოს აშენება შეძლო, რომლის ფარგლებშიც დამატებით 3 000 ადამიანი დაასაქმა. აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმოს ამოქმედების შედეგად, კომპანია თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა New Balance და Under Armour. ამჟამად კომპანია, წლიურად 10 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს. შპს “აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურულიმხარდაწერიტთ სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ამასთანავე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ ფოთში მდებარე 40 777 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა. ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 40 მლნ ლარს შეადგენს. ზემოთ ხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 მლნ ლარია.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)