|
2018-07-09 15:28:11, 863 ნახვა
კომენტარი
მწყემსის დედა: ეგ ჩემი შვილის გაკეთებული არ არის - მითხრა, უბედურება მოხდა, ტურისტები დახოცესო
ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა გამორიცხავს, რომ მის შვილს დანაშაულთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. როგორც მწყემსის დედამ აღნიშნა, ბოლოს შვილს 7 ივლისს ესაუბრა. "დარწმუნებული ვარ, ამას ჩემი შვილი არ ჩაიდენდა. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ კარგად გამოიძიოს ეს საქმე და სიმართლე დადგინდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეგ ჩემი შვილის გაკეთებული არ არის. ბოლოს ვესაუბრე 7 რიცხვში. დამირეკა და მოვიკითხე - როგორ ხარ თქო, მითხრა, რომ - კარგად ვარო, მაგრამ დიდი უბედურება მოხდაო, ტურისტები დახოცესო. ეგ იყო ჩვენი ლაპარაკი", - განაცხადა დაკავებულის დედამ "ქორნიკასთან" საუბარში. ოჯახის მეზობლის მტკიცებით, მამაკაცი მწყემსად 15 წლიდან მუშაობდა, რათა ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა. "მეტირება. ბავშვი ისე გაიზარდა, რომ გამარჯობის თქმა ერიდებოდა, ისეთი საცოდავი იყო. არანაირი დაპირისპირება პოლიციასთან არასდროს ჰქონია. მამა ავადმყოფი ჰყავს და სამუშაოდ იყო წასული", - აცხადებს მეზობელი. შეგახსენებთ, 6 ივლისს ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათი 4 წლის შვილი გაუჩინარდა. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას იმავე დღეს იპოვეს, 7 ივლისს კი, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, შსს-ს ცნობით, ბავშვის ცხედარი საქმეზე დაკავებულ პირთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)