|
2018-07-09 13:22:04, 928 ნახვა
სამართალი
ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმე - შსს-ში ბრიფინგი გაიმართება
ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, ხადას ხეობაში ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არიან, 6 ივლისს გაუჩინარდნენ. 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა გუშინ გარდაცვლილები იპოვეს, ბავშვის ცხედარს კი, სამართალდამცველებმა დღეს მიაგნეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით 19 წლის მწყემსია დაკავებული. მათი თქმით, მწყემსს ტურისტ მამაკაცთან კონფლიქტი მოუვიდა, რა დროსაც რამდენიმე გასროლა განახორციელა. რაიან სმიტის მანქანა გზის პირას ნახეს. მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ქალის ცხედარი კი ჩანჩქერთან. რაც შეეხება მცირეწლოვანს, მისი ცხედარი დამარხული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)