13:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 12:22:02, 1862 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 45 ყალბი პასპორტი ჰქონდა

გერმანიაში 51 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სხვადასხვა სახელზე გაცემული 45 პასპორტი აღმოუჩინეს, - ამის შესახებ Sz-online.de იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მამაკაცს ქალაქ ესენის უცხოელების სამძებრო სამსახური ეძებდა, ხოლო მისი დაკავება ქალაქ ბად-შანდაუს მახლობლად მოხდა.

მედიის ცნობით, საბუთების შემოწმების დროს, დრეზდენის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა და მეორე პასპორტიც აღმოუჩინა. დეტალური ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, სამართალდამცველებმა კიდევ 43 პასპორტი ამოიღეს.

პოლიციამ დაადგინა, რომ 1997-2018 წლებში მამაკაცი ძარცვისა და ყაჩაღობის 12 სხვადასხვა შემთხვევაში ფიგურირებდა. ის გერმანიიდან 4-ჯერ არის გაძევებული. მან გერმანიას თავშესაფრის მინიჭებაზე მიმდინარე წელს მიმართა, თუმცა ქვეყანამ მას აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი უთხრა. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეს გერმანიაში შესვლა 5 წლით აუკრძალეს, თუმცა მან ქვეყანაში დაბრუნება სხვა სახელზე გაცემული პასპორტით შეძლო. სასამართლოში საქმის განხილვის დროს მამაკაცმა საჯარო მოსამსახურეების გინება დაიწყო, რის გამოც მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მედიის ცნობით, შემთხვევა 3 ივლისს მოხდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics