|
2018-07-09 11:54:44, 895 ნახვა
სამართალი
კომპანია „გორგიას“ დამფუძნებლის გატაცების მცდელობის საქმეზე ბრალდებულებს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „გორგიას“ დამფუძნებლის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდების საქმეზე, გურამ დ.-ს, ვასილ ვ.-ს, რამაზ მ.-ს და დავით ფ.-ს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "ბრალდებულებს ბრალად ედებოდათ მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ბრალდებულებს რამაზ მ.-სა და დავით ფ.-ს, ასევე, ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა შპს „გორგიას“ დამფუძნებლის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და მისგან დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნის მიზნით, იქირავეს გ.გ.-ს მეზობლად საცხოვრებელი ფართი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უთვალთვალებდნენ მას, სწავლობდნენ გადაადგილების გრაფიკს, აკვირდებოდნენ ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელებისათვის საშიში ძალადობით, ასევე ძალადობის გამოყენების მუქარით, გეგმავდნენ მძევლის ხელში ჩაგდებას. მძევლისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტრო შოკი, მობილური ტელეფონები, პირბადეები და ე.წ პარიკი. 2017 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და აღკვეთეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმებითა და სხვა მტკიცებულებათა შეჯამების შედეგად, მიიჩნია, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადება. ამდენად, წარდგენილი ბრალდება - მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულები გამტყუნდნენ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადებისათვის. სასამართლომ ასევე, რამაზ მ. და დავით ფ. დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის. ოთხივე ბრალდებულს, სასჯელის სახედ და ზომად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, თითოეულს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)