02:44 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 10:59:33, 854 ნახვა

სამართალი
ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელს, ზვიად კუპრავას დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

ინფორმაციას თავად კუპრავა ავრცელებს.

ის ბრალს აბსურდულს უწოდებს და მომხდარის პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობს.

„მე ავღმოჩნდი მსოფლიოში ერთადერთი პირი, რომელმაც ამ უსამართლო ქართულ სასამრთლოს მივაყენე შეურაცხყოფა.  ამიტომაც ხვალ 12 საათზე დამიბრეს ტელევიზიის გვერდით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალის წასაყენებლად.. როგორც ჩანს, ივანიშვილი ვერ ეგუება ჩემს თავისუფლებას“, -აცხადებს ზვიად კუპრავა.

ზვიად კუპრავა ასევე აღნიშნავს, რომ დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიიტანს ვიდეოს, რომელიც მის „ზონდერობასთან“ დაკავშირებით გავრცელდა. კუპრავა აცხადებს, რომ ის ამ ვიდეოში არ არის.

„ბრალის წარდგენამდე 1 საათით ადრე, ანუ 11 საათზე ვატარებ ბრიფინგს სამხარაულის ეროვნულ ბიუროსთან... ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მიმაქვს იმედის არხზე გასული ვიდეო და ექსპერტიზას დავუსვავ კითხვას, აღნიშნულ ფოტო და ვიდეოზე არსებული პირი, რომელიც თითქოსდა არის ზვიად კუპრავა, იდენტიფიცირდება თუ არა ჩემთან?! ბრიფინგზე განსაკუთრებით ვეპატიჟები ტვ-იმედს! ექსპერტიზის პასუხს მიღებისთანავე დავახვევ და ნანა ლეჟავას, ბესელიას, სოფიო კილაძეს და სხვებს, გავაცნობ სასამართლოზე!“, - წერს კუპრავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics