19:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-07 12:01:07, 827 ნახვა

სამართალი
„ეს არის კანონის დარღვევის მცდელობა“ - საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც გამომძიებელ ირაკლი ფიფიას და  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა ბედოიძეს კითხავენ, კამათი ფონზე მიმდინარეობს.

კამათი კომისიის წევრის ირაკლი აბესაძის შეკითხვას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების რომელი ფორმა გამოიყენა გამოძიებამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირების ტელეფონებიდან ინფორმაციის მისაღებად, რაზეც მას უპასუხეს, რომ ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და მისი გამჟღავნების უფლება არ აქვთ.

აბესაძის შეკითხვას კომისიის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კანონის დარღვევის მცდელობაა.

„ჩვენ მაქსიმალურად ზედმიწევნით უნდა დავიცვათ კანონი, ეს არის პროცედურა. როდესაც დაკითხვის პროცესში ადგილი აქვს კანონის დარღვევის შესაძლო ფაქტს და ასეთი მოხდა უკვე რამდენიმე დღის წინ. პროცედურის დარღვევაა, თუ ჩვენ მოვითხოვთ ოპერატიული ინფორმაციის მიღებას, მაშინ როდესაც კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს კონკრეტულ პირებს და ჩამოთვლილია ეს პირები: პროკურატურა შეზღუდული უფლებით, სასამართლოს, ინსპექტორსაც შეზღუდული უფლებით. არც ნდობის ჯგუფის ფარგლებში არ არის დაშვება ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული ინფორმაციის გაცნობაზე, თუ ეს ეხება ბიუჯეტის საკითხებს და არის საიდუმლო ინფორმაცია, მეც ვარ ნდობის ჯგუფის წევრი და ვიცი კანონი. ბატონი ირაკლი აბესაძე რასაც აკეთებს, ეს არის პირდაპირ მცდელობა კანონის დარღვევის. ვადასტურებ, რომ მაინტერესებს ინფორმაციები მივიღო, მაგრამ არ შეიძლება ეს ვაკეთოთ კანონის დარღვევის ხარჯზე“, - განაცხადა ბესელიამ და კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეს მიმართა, კანონის მოთხოვნის დაცულობა უზრუნველყოს.

საპასუხოდ, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ შეკითხვით კანონის დარღვევა ვერ მოხდება:

„შეკითხვით კანონს ვერ დავარღვევთ ქალბატონო ეკა და არ შეეშლებათ პოლიციელებს, არ ისაუბრონ იმაზე, რაზეც არ სურთ, ასე რომ თქვენი ჩართვა საჭირო არ არის. როგორც შეიძლება როდესაც საგამოძიებო მოქმედებების თითქმის ნახევარზე გვეუბნებიან, რომ ოპერატიულად იმუშავეს, არ გვაინტერესებდეს რა ოპერატიულ მუშაობაზეა საუბარი“, - განაცხადა აბესაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics