20:20 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 19:46:21, 1118 ნახვა

ეკონომიკა
მთაწმინდის პარკში, ქართული სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ეკონომიკისა და დმგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში, 7 ივლისს, 11:00-დან 21:00 საათამდე, ქართული სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ღონისძიების მიზანია ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების პოპულარიზაცია და რეალიზაცია.  ქართველი მეწარმეების და ერთმანეთისგან განსხვავებული სათამაშოების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს.

გამოფენა-გაყიდვაზე ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს შეეძლებათ დაათვალიერონ და შეიძინონ საქართველოში დამზადებული სათამაშოების მრავალი სახეობა - ხის სათამაშოები, ფაზლები, საბავშვო დეკორაციები, ხის შემეცნებითი-გასართობი სათამაშოები, სამაგიდო თამაშები და სხვა.

გამოფენა-გაყიდვის გარდა, პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები, კერძოდ: ექსპერიმენტარიუმი, ყვავილების გვირგვინების დამზადება, კულინარია ბავშვებისთვის, ხატვის სივრცე, სხვადასხვა თამაშები და ა.შ. ამასთანავე გაიმართება კონცერტი, სადაც იმღერებენ რეზო ბავშვები და გორის გოგონათა გუნდი.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics