|
2018-07-06 19:09:34, 802 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - გავაკეთებთ სრულ კომპენსაციებს, აღვადგენთ როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე საცხოვრებელ სახლებს
გავაკეთებთ სრულ კომპენსაციებს, აღვადგენთ მოკლე ვადაში როგორც ინფრასტრუქტურას ასევე იმ საცხოვრებელ სახლებს რასაც ზიანი მიადგა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება და უმოკლეს ვადებში დასრულდება. „როგორც კი წყლის დონე დაიკლებს, ყველაფერი უნდა აღვადგინოთ რაც შეიძლება მოკლე ვადებში. საქართველოში არის ძალიან ბევრი მდინარე, ეს არის ჩვენი სიმდიდრე და ამავე დროს საჭიროა სწრაფი რეაგირების და ადრე შეტყობინების სისტემები გვქონდეს ყველგან. დღეს გავქვს მხოლოდ ორ ადგილას. 2019 წლიდან ვიწყებთ ჩვენ ამ ძალიან მასშტაბურ პროგრამას და ორი წლის განმავლობაში ყველგან გვექნება, რომელიც გამორიცხავს რომ ასეთი ფაქტების წინაშე აღმოვჩნდეთ. სტიქიურ უბედურებას წინ აღუდგე რთულია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული პრევენციაზე და ესეთი სისტემები სწორედ ამაში დაგვეხმარება. ეფექტური პრევენცია არის ყველაზე მისაღები პასუხი ასეთი გამოწვევების დროს. ეს არის ადრეული შეტყობინების სისტემის დამონტაჟება იმ მთებზე საიდანაც საშიშროება არსებობს, ჭარბი ნალექის მიღების, რაც საშუალება მოგვცემს რომ ვადაზე ადრე შევიტყოთ ასეთი რისკების შესახებ, აპრობირებული სისტემებია, საკმაოდ ძვირი ღირს მაგრამ ევროკავშირიც გვეხმარება და ძალიან მოკლე ხანებში დავამონტაჟებთ. როგორც აღვნიშნე ჩვენ გავაკეთებთ სრულ კომპენსაციებს, აღვადგენთ მოკლე ვადაში როგორც ინფრასტრუქტურას ასევე იმ საცხოვრებელ სახლებს რასაც ზიანი მიადგა, ბუნებრივია თუ ინჟინრებმა თქვეს რომ ჯობია მოხდეს სახლის გადატანა ამასაც აუცილებლად გავაკეთებთ და განვახორციელებთ. მაგრამ კიდე ერთხელ უნდა გავიმეორო, ჩვენ გვმართებს მეტი ინვესტიციები პრევენციაში, იმ სისტემებში, რომელიც მე აღვნიშნე. ეს გამორიცხავს რომ დავდგეთ ასეთი ფაქტების წინაშე“, - განაცხადა ბახტაძემ. ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოფის სალიკვიდაციოდ მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)