22:46 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 15:17:26, 891 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: 2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება

„2-3 წელიწადში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრი, პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისათვის აუცილებელია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან და სპეციალისტებთან ერთად, მდინარე ნენსკრაზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგებს ადგილზე ეცნობიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სოფელ ჭუბერში მობილიზებული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

 


(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics