18:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 14:54:17, 891 ნახვა

სამართალი
შსს - მინდია გოგოჭური გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და მისი დაჭრის დეტალებზე არ საუბრობს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს მოუწოდებს შემთხვევის თვითმხილველებს და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე ყველა პირს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

„2018 წლის 6 ივლისს, ძველი თბილისის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ 1989 წელს დაბადებულ მინდია გოგოჭურს, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის, მუხლისა და ქუსლის არეში მიაყენეს ჭრილობები. გოგოჭურს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობს. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს შემთხვევის ადგილის და დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობისთვის სასჯელი გაამკაცრა, რომლის მიხედვითაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics