13:40 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 18:47:30, 1200 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანი: საქართველო ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართულ-გერმანულისტრატეგიული ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონალური სატრანზიტო სახელმწიფოს, რომელზეც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი გადის.

გამომდინარე აქედან, გიორგი ჩიქოვანის შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალიაქვს, გაზარდოს საკუთარი მონაწილეობა აღმოსავლეთ - დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო პროექტებში განხორციელებაში, ასევეპარტნიორ ქვეყნებთან ერთად მნიშნველოვანი როლი ითამაშოს ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის კუთხით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ბაზისევროპულთან დაახლოების კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 

თავის გამოსვლაში გიორგი ჩიქოვანი შეეხო „სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტს, ვინაიდან ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და მომხმარებელი ქვეყნებისინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობის წყალობით, საქართველო არის „სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის განუყოფელი ნაწილი და სტრატეგიულიპარტნიორი. მისი თქმით, სწორედ საქართველოში გადის სამხრეთ გაზის დერეფნის ერთერთი შემადგენელი ნაწილი სამხრეთ კავკასიური მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის გაზსადენს საქართველოს გავლით თურქეთთან აკავშირებს. გიორგი ჩიქოვანი ასევე შეეხო „თეთრ ნაკადს" და „ტრანს კასპიურმილსადენს" რომელთა განხორციელება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას მისცემს საშუალებას  რუმინეთის გავლით მიიღოს ბუნებრივი გაზისგაზრდილი მოცულობები.

აღნიშნული ფორუმის მეორე სესია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში ეკონომიკისა და ენერგეტიკის პერსპექტივებს დაეთმო. გიორგი ჩიქოვანმა ისაუბრაენერგეტიკის სექტორში გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკთან (KfW) ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაშისაქართველოს საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია ენერგეტიკის სექტორში.

ქართულ - გერმანული სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და სხვაოფიციალური პირები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics