|
2018-07-05 14:48:47, 897 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა და მისი გადატანა მეპატრონეებთან თანხმობის შედეგად მოხდება
„ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კერძო საკუთრებას კანონდარღვევით არასდროს შევხებივართ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, ბაზრობის გადატანა მხოლოდ მეპატრონეებთან თანხმობის შედეგად მოხდება და თანხმობის შემთხვევაში, თბილისის მერია მზადაა, ალტერნატიული კეთილმოწყობილი ტერიტორია გამოყოს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მათთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება. „ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კერძო საკუთრებას კანონდარღვევით არასდროს შევხებივართ და ვერავინ გაბედავს, რომ შეეხოს. ჩვენ გვექნება მეპატრონეებთან შეხვედრა. ბაზრობის გადატანა მხოლოდ მათი თანხმობის შედეგად მოხდება. მათი სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ, ახალი ტერიტორია გამოვყოთ, რომელიც კეთილმოწყობილი იქნება. ამ კონკრეტულ ადგილას კი, მწვანე სივრცეს შევქმნით. მეორე ალტერნატივა არის ის, რომ იმ სიმახინჯეების ნაცვლად, რაც ელიავას ბაზრობაზე არსებობს, ახალი, თანამედროვე, მულტიფუნქციური ცენტრი შეიქმნას, სადაც ადამიანებს პროდუქციის გაყიდვა შეეძლებათ. პირობები, რაც დღეს არსებობს, პირველ რიგში, იქ მომუშავე, ასევე, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ალტერნატიულ ტერიტორიას, თბილისის მერის თქმით, მეპატრონეებთან შეხვედრისას მოსაზრებების გაზიარება მოხდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები ამის შემდეგ იქნება მიღებული.
(NS)
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)