20:01 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 15:58:35, 716 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების შერჩევის საკითხი სავალალო მდგომარეობაშია. მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები ახლო მომავალშიც გაგრძელდა. დეპუტატმა მაგალითად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ზურაბ პატარაძის გადადგომა მოიყვანა.

„ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე წარადგენდნენ პოლიტიკურად ნეიტრალურ კანდიდატურას. აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად გრძელდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნასთან დაკავშირებით. ალბათ, ახდება ჩემი პროგნოზი და ამ თანამდებობაზე კვლავ ვიხილავთ რომელიმე ყოფილს. ყოფილები რას ნიშნავს, ეს იცით თქვენ - თანამდებობას ყოველთვის იკავებენ ადამიანები, რომლებიც არიან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყოფილ სამსახურში ნამყოფი ხალხ: ყოფილი ექიმი, ყოფილი მცველი, ყოფილი ბანკირები და ახლა ვიხილეთ ყოფილი ადვოკატი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კომიკური და მეორე მხრივ, საშიში ტენდენცია?! სად არის დაპირება საზოგადოების წინაში, სად არის პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი იმ სიაში, რომელიც წარმოადგინეს? ათი ადამიანი არის სიაში და 9 არის ანტურაჟის შესაქმნელად, ბალასტი - სამწუხაროდ, სერიოზული ადამიანები ამ სიაში მოჩვენებით ფონს ქმნიან, განა არ იციან, ვინ იქნება პროკურორი?! განა მათ არ იციან, რომ ფორმალურად მონაწილეობენ ამ კონკურსში?! საქართველოში სავალალო მდგომარეობაშია მაღალი თანამდებობის პირების შერჩევის საკითხი. ადამიანები შეირჩევიან პირადი ერთგულების ნიშნით და შეირჩევიან იმ ნიშნით, რომ ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ შავ-ბნელი საქმეების კეთება - შემსრულებლები ნებისმიერი დავალებისა. კურიოზულ შემტხვევებსაც ვხედავთ უკვე, რომ ერთი შეხედვით სანდო ხალხი ფაქტობრივად გარეკეს სახელისუფლებო ეშელონიდან. რა დააშავა პირადმა ბანკირმა ქუმსიშვილმა?! ალბათ ის დააშავა, რომ მეგობრობდა გიორგი კვირიკაშვილთან. დღეს აჭარაში ყველაზე მაღალი თანამდებობის მქონე პირმა პოსტი დატოვა და თქვენ არც კი, გითქვამთ რატომ აგდებთ ამ ადამიანს. ალბათ იმიტომ, რომ ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ. ეს შავი სია კიდევ გაიზრდება და ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება ამას მალე ვნახავთ. ანუ უკვე პირადი ბანკირების ნდობაც კი, ამოიწურა და როცა ვამბობთ, რომ ყველა პირადი ამოიწურა, თურმე პირადი ადვოკატი ჯერ რეზერვშია. მერე მიადგებიან პირად მზარეულებს და ფიტნეს ინსტრუქტორებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics