|
2018-07-04 15:45:01, 1135 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისის თვეში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 63,679 მგზავრს მოემსახურა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55 % გაიზარდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივნისის თვეში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 63,679 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივნისი 41, 133 მგზავრი). რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, ამ კუთხითაც ზრდა ფიქსირდება. 2018 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 231 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 41 %-ით მეტია (2017 წლის ივნისი 164 რეისი). 2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 234 743 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 %-ით მეტია. (2017 წლის 6 თვე - 183 632 მგზავრი). “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატების შემდეგ მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ,,ივნისში ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, შეიძლება ითქვას, მართლაც მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოვემსახურეთ. მგზავრთნაკადის 55 %- იან ზრდას რა თქმა უნდა, ახალ მიმართულებებს ვუკავშირებთ. ესენია: რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა და ათენი. გუშინ უკვე ბუქარესტის მიმართულებაც დაგვემატა. მოლოდინი მომავალ თვეშიც პოზიტიური გვაქვს“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)