18:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 17:33:50, 900 ნახვა

კომენტარი
კახიძე - ერთსა და იმავეს მხოლოდ მ.კ. და პროკურატურა ამტკიცებენ - შსს-ს ვერსია განსხვავებულია

"ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თობაზე გამოძიების ვერსია პროკურატურის ვერსიას ეწინააღმდეგება", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი და საგამოძიებო კომისიის მდივანი ოთარ კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც კახიძემ განმარტა, პროკურატურამ საქმის მასალებში ინციდენტის დროს მ.კ.-სა და გ.ბ.-ს რეალური ადგილმდებარეობები შეცვალა.

"გამოძიება ამბობს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების თანახმად, სარალიძესთან ჩხუბის დაწყებისთანავე, ფარდულში შედის მ.კ. ამ დროს გ.ბ. არის თაღთან, ფარდულიდან რამდენიმე მეტრში. პროკურატურამ მ.კ.-ს და გ.ბ.-ს ადგილები გაუცვალა, გ.ბ. შემოიყვანა ფარდულში სარალიძესთან, ხოლო მ.კ. დააყენა ფარდულიდან 8-9 მეტრში. ეს გააკეთა მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე, მხოლოდ მ.კ.-ს ჩვენებაზე დაყრდნობით. გ.ბ. სასამართლომ გაამართლა სარალიძის მკვლელობის ნაწილში, ვინაიდან მის დანაზე არ არის სარალიძის სისხლი და ამავე დროს, არცერთი მოწმე, ვიმეორებ - არც ერთი - არ ამბობს, რომ გ.ბ. იყო ფარდულში სარალიძესთან. მ.კ.-ს გარდა. მხოლოდ მ.კ. და პროკურატურა ამტკიცებენ ერთსა და იმავეს", - წერს დეპუტატი.

შეგახსენებთ, კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების - გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სხდომაზე მხოლოდ ფიფია და ბედოიძე მივიდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics