|
2018-07-03 17:28:05, 763 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე იოსებ სიგუაზე: ნებისმიერ შემთხვევაში, მას მოუწევს ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა, ეს გარდაუვალია
„სამსახურიდან გაშვება, ცუდად გახდომა და სხვა მიზეზები არამც და არამც არავის გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავჯდომარე და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას სხდომაზე არ გამოცხადების ფაქტს. კაპანაძის განმარტებით, კომისიის კითხვებისგან თავის არიდებას ვერცერთი გამოსაკითხი პირი ვერ მოახერხებს. „დღეს ჩვენ ვაგრძელებთ შსს წარმომადგენლების მოსმენას, ბატონი ბედოიძე და ბატონი ფიფია არიან ჩვენთან, მათთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა გვაქვს და ამ კითხვებზე მათ მოუწევთ პასუხების გაცემა. სამწუხაროა, რომ ბატონი სიგუა ჯერ არ მოსულა, ჩვენ გავიგეთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ცუდად იყოს, ამას გავარკვევთ, იმიტომ რომ ჩვენთან შეტყობინება არ მოსულა ამასთან დაკავშირებით. თუ ეს მართლა ასეა, მას მოუწევს ახსნა ჩვენთვის და დადასტურდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ მის მიმართ კითხვები გვაქვს, მას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ეს არის გარდაუვალი, ისევე როგორც ნებისმიერ თანანმდებობის პირს. ყველას მინდა მოვუწოდო, კარგად მოემზადონ აქ მოსასვლელად და ნუ ექნებათ იმედი რომ მათ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ან სხვა მიზეზით თავს აარიდებენ კითხვებს, რომელიც გააჩნია კომისიას და ასევე გააჩნია საზოგადოებას. ყველაფერი გაირკვევა. ასევე თუ სამსახურიდან გაუშვეს გუშინდელი სხდომის მერე, ჩვენ მოგვიწევს იმის გარკვევა, თუ რა მიზეზით გაუშვეს? რა იცის მან და რა კითხვებზე შეეცადნენ რომ პასუხები ყოფილიყო არიდებული? ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი არის თუ არაა თანანმდებობაზე, მას მოუწევს, ჩვენი კითხვებისთვის პასუხის გაცემა, როგორც შოთაძეს მოუწევს პასუხის გაცემა ჩვენი კითხვებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, სამსახურიდან გაშვება, ცუდად გახდომა და სხვა მიზეზები არამც და არამც არავის გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“, - აღნიშნა კაპანაძემ. შეგახსენებთ, კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების - გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სხდომაზე მხოლოდ ფიფია და ბედოიძე მივიდნენ.
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)