18:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 16:35:43, 723 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირს პირდაპირ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიახლეების, ასევე ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

„დღეს რამდენიმე მიმართულებაზე ვისაუბრეთ. იმ გაწეული ანგარიშის შესახებ წარმოვადგინეთ ინფორმაცია, რომელზეც ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი შექმნის დღიდან მუშაობდა, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში. ასევე, ვისაუბრეთ მონიტორინგის მექანიზმსა და რისკის შეფასების სისტემაზე, რომლებიც ახლა დავნერგეთ და რომლებიც ძალადობის რისკების ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას მოგვცემს. ამ მექანიზმის მუშაობა მაისში დაიწყო პილოტურად და უკვე მომდევნო კვირიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით თანამშრომლების ინტენსიურ გადამზადებას. ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებიც ადამიანის უფლებათა კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე გავიდა. ეს კანონპროექტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

1.    შემაკავებელი და დამცავი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირს პირდაპირ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა;
2.    არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაულისთვის სასჯელი იქნება მკაცრი, რის შესაძლებლობასაც მანამდე არსებული კანონმდებლობა არ იძლეოდა ;
3.    გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა იქნება მკვლელობის, მაგალითად, დამამძიმებელი გარემოება, თვითმკვლელობამდე მიყვანის დამამძიმებელი გარემოება, რასაც ასევე, არ ითვალისწინებდა ამ ფორმით მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი. ამით ჩვენ ფაქტობრივად ვუპასუხეთ იმ რეკომენდაციას და მოთხოვნას, რომელიც ფემიციდთან მიმართებით დიდი ხნის განმავლობაში არსებობს, როგორც სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

მაგალითად, თუ პირი ჩაიდენს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის მიმართ და ეს პირი წარსულში ნასამართლევია ან ოჯახური  ნიშნით მკვლელობისთვის, ან ოჯახური ნიშნით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მას დაეკისრება იმაზე მკაცრი პასუხისმგებლობა, ვიდრე არადამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის არის გათვალისწინებული. ანუ, არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას კანონი აქამდე არ ითვალისწინებდა ამ ფორმით, რომელიც ახლა შემოვიღეთ და, სხვათა შორის, ეს უკავშირდება ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს, ყველას კარგად მოგეხსენებათ, სადაც პირი, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური ნიშნით მკვლელობა, წარსულში, ასევე, ოჯახში ძალადობისთვის იყო ნასამართლევი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics