|
2018-07-03 13:23:35, 858 ნახვა
სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვენ
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავს, მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვს. როგორც არასამთავრობოებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პროკურატურისა და საგამოძიებო სისტემის არსებული მოდელი შესაცვლელია. მესამე სექტორი განმარტავს, რომ ეს მოდელი ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ,ათივე მტკიცებით, ვერ მოხდა პროკურატურის დეპოლიტიზება, რაც საზოგადოების ნდობაზე აისახება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევა ვერ უზრუნველყოფს ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული კანდიდატის შერჩევას. მოქმედი წესი გულისხმობს იმას, რომ კანდიდატი უნდა დაასახელოს იუსტიციის მინისტრმა ანუ მაღალია პოლიტიკური მონაწილეობა ამ პროცესში. მიღებულია კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც რამდენიმე თვეში ძალაში უნდა შევიდეს და სწორედ ამ მომენტს უკავშირდება პროკურატურის ფუნდამენტური რეფორმირება. დღეს პროკურატურის სისტემა კვლავ რჩევა იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა კონსტიტუციური რეფორმა მთლიანად ცვლის პროკურატურის სისტემას, მათ შორის მთავარი პროკურირის შერჩევის წესებს. თუკი ჩვენ დღეს ხარვეზიანი წესით ავირჩევთ მთავარ პროკურორს 6 წლის ვადით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე თვეში ამოქმედდება, ვერანაირ გავლენას ამ უწყების გაჯანსაღებასა და დეპოლიტიზირებაზე ვეღარ მოახდენს", - ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მთავარი პროკურორის მოქმედი წესით არჩევის პროცესი შეაჩეროს; მთავარი პროკურორის არჩევის წესში ძირეული ცვლილებები შეიტანოს და იუსტიციის მინისტრი პროცესს ჩამოშორდეს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)