|
2018-07-03 12:56:40, 670 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: მ.კ.-ს მიმართ დევნის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება პროკურატურამ უნდა მიიღოს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება პროკურატურამ უნდა მიიღოს. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ გამოსცა კომისიამ კალანდიას დაკავების თაობაზე რეკომენდაცია, მაშინ როდესაც ყველა მოწმე დაკითხული არ არის. "მე როგორც იურისტი, ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება. დავიწყოთ იმით, რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორც იურისტისთვის, ამ ეტაპზე კომისიის მხრიდან ამ ტიპის რეკომენდაციების გაცემა იმ ფონზე როდესაც, მნიშვნელოვანი მოწმეების, რომლებსაც უშუალოდ აქვთ საქმესთან შემხებლობა, გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა საგამოძიებო კომისიაში, შესაბამისად ვფიქრობ, რომ რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე ცოტა არ იყოს ნაადრევია. ამასთან, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა, სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას, თუმცა როგორც ჩანს, კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობს ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები, იმისთვის რომ სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. აღნიშნული საკითხი ეხლა უკვე არის პროკურატურის შესაფასებელი, რომელიც დევნის დაწყების უფლებამოსილებით სარგებლობს. პროკურატურამ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, იმისთვის რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ჩვენ გვეხება ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიამ გასცა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხება, თუმცა, მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნებისთვისაც შეიქმნა, აი ამ კითხვებს რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, იგივე ფარდულთან დაკავშირებით - ამ კითხვებს პასუხი უკვე გაეცა და ის რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გასცა, ვფიქრობ, რომ ფორმალურია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე რაზეც მოგვიწოდებს კომისია, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის ფარგლებში. ამიტომ ცოტა გაუგებარია ამდენი ხნის მუშაობის შედეგად მხოლოდ ამ დასკვნამდე, რომ მივიდა საგამოძიებო კომისია. სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც მოგეხსენებათ გამოყოფილი საქმის ფარგლებში ორი პირი უკვე დაკავებულია, ახლაც ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და არცერთი მიმართულებით მოვლენების განვითარებას არ გამოვრიცხავთ. მათ შორის არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საქმეზე იყვნენ სხვა დაკავებულებიც", - აღნიშნა მეზვრიშვილმა. რაც შეეხება სარალიძის საპროტესტო აქციას სამინისტროს ეზოში, ნათია მეზვრიშვილის თქმით, შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ზაზა სარალიძემ სამინისტროს ეზოში მშვიდობიანი პროტესტი გამოხატოს. მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ შს სამინსიტროს წარმომადგენლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ სარალიძესთან. "რაც შეეხება ბატონ ზაზა სარალიძეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გამოხატავს პროტესტს მშვიდობიანი ფორმით, აღნიშული არის მისი გადაწყვეტილება. როგორც მოგეხსენებათ ის საკუთარი ინიციატივით იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, მას შემდეგ რაც მისივე სურვილით შეხვდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მან აღარ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა. ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის რომ ბატონმა ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს სამინისტროს ეზოში მშვიდობიანი ფორმით. ჩვენ დავიცავთ როგორც მის ჯანმრთელობას ასევე მის უსაფრთხოებას. სამწუხაროდ მან არ ისურვა დეტალებზე საუბარი, ჩვენ კონტაქტი გვაქვს ბატონ ზაზა სარალიძესთან და მას პერიოდულად ვაწვდით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)