|
2015-01-20 12:45:34, 1543 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: მამა ილიამ თავისი გმირობით კაცობრიობა უკეთესი გახადა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი მარგველაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა მის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მამა ილიამ თავისი რწმენით და გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა. "ძნელია საქართველოს ისტორიაში ჩაწერო შენი სახელი მაშინ, როდესაც სამშობლოსთვის ამდენი თავდადებული წმინდანი და გმირია. მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა და გაანათა ის თავისი რწმენითა და გმირობით. სამოქალაქო გმირობისთვის მამა ილია კარტოზია დავაჯილდოვეთ. ეს არის მცირე წვლილი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, მაგრამ ბუნებრივია, მისი ხსოვნის პატივისცემა და მის მაგალითზე მომავალი თაობების აღზრდა ყველა ჩვენგანის ვალია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია სიკვდილის შემდეგ სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის დააჯილდოვა. შეგახსენებთ, მამა ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 დეკემბერს გარდაიცვალა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)