|
2018-07-02 11:14:59, 911 ნახვა
ეკონომიკა
პეკინში აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე იმსჯელებენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, 27 ივნისს, ჩინეთში, ქ. პეკინში მონაწილეობას მიიღებს აბრეშუმის გზის ფორუმის მუშაობაში (China’s Belt and Road), სადაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და პოტენციალზე ისაუბრებს, ასევე, ფორუმის მონაწილეებს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს გააცნობს. სააგენტოს ცნობით, Belt and Road არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობას, რესურსების ეფექტურ გადანაწილებას, ბაზრების ინტეგრაციას და სხვა ეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესებას. დაგეგმილ ფორუმზე ყურადღება განსაკუთრებულად გამახვილდება ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის ეკონომიკურ პოტენციალზე. ბიზნესფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესკონსულტანტები, სავაჭრო პალატების თავმჯდომარეები და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებიდან.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)