|
2018-07-01 12:35:40, 718 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია სამი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ბოლო პერიოდში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნეს და ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა., ქურდობის ბრალდებით, გორში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, მეზობლის საცხოვრებელ ბინაში, ამავე ბინაში მცხოვრები არასრულწლოვნის მიერ ელექტრომრიცხველის ყუთში დამალული გასაღების გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები და ტელევიზორი მოიპარა, რის შემდეგაც და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მოპარული ტელევიზორი და ე.წ. რესივერი გორში, ერთ-ერთ ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ალუმინის ჭურჭელი სოფელ მეჯვრისხევში, ფერადი ლითონების ჩამბარებელ პუნქტში აღმოაჩინეს. გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. ქურდობის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს და სენაკის დაცვის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ი.კ. და 1993 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ჯ. სენაკში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსიდან" 10 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)