07:03 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 18:26:45, 759 ნახვა

საზოგადოება
საქველმოქმედო აქცია, სადაც „გირჩი“ სტუმრებს კანაფით გაუმასპინძლდება, დახურული იქნება

„გირჩის“ საქვლემოქმედო ღონისძიება, სადაც სტუმრებს კანაფით უმასპინძლებენ, დახურული იქნება.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მიზეზი შემომწირველი სტუმრების უსაფრთხოებაა.

„დღეს, 30 ივნისს გირჩის ოფისში საქველმოქმედო საღამო იმართება, რომელიც მიზნად ისახავს გირჩის წევრისა და ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსის, ნიკა ობოლაძის, ჯარიმისთვის თანხის შეგროვებას.

ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ეს ღონისძიება ჟურნალისტების მიერ გაშუქებულიყო, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წამოსული მომატებული რისკისა და საზოგადოების მხრიდან არასწორი ინტერპრეტირების საფრთხის გამო, გირჩმა გადაწყვიტა, რომ ღონისძიება დახურული ყოფილიყო.

ბრიფინგებისთვის განკუთვნილი ოთახი კვლავინდებურად ღია იქნება მედიისთვის და ამასთან, შეგეძლებათ, ჩაწეროთ გირჩის ყველა ის ლიდერი თუ წარმომადგენელი, რომელიც თქვენთვის საინტერესო იქნება, თუმცა სხვაგან კადრების გადაღება, სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს შეზღუდული იქნება.

გირჩი ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობის გამო. ამასთან, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ შესაძლოა, საერთოდ არ გინდოდეთ ასეთ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი ღონისძიების გაშუქება. გვესმის და ვწუხვართ, უბრალოდ, ვუფრთხილდებით შემომწირველი სტუმრების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics