00:37 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 15:41:20, 989 ნახვა

სამართალი
შპს „ალბატროსის“ შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

შპს „ალბატროსის“ შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გუშინ უწყებას ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ჟურნალისტმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ „ალბატროსის“ შენობაში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობს შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.

„გუშინ მოგვმართა ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ჟურნალისტმა და აცხადებდა, რომ მას ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ინფორმაცია, რომ „ალბატროსის“ შენობაში ნარკოტიკული ნივთიერება იყო. შესაბამისად, პოლიციამ დაიწყო გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც ამ წუთამდე გრძელდება“,- აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.

გამოძიება სსკ-ის 265-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics