|
2018-06-30 14:00:06, 799 ნახვა
საზოგადოება
„გირჩი“ საქველმოქმედო აქციაზე სტუმრებს კანაფით გაუმასპინძლდება
დღეს, 19:00 საათზე, „გირჩის“ ოფისში საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს „გირჩის“ წევრისა და ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსის, ნიკა ობოლაძის ჯარიმის გადასახდელი თანხის შეგროვებას. პარტიაში აცხადებენ, რომ სტუმრებს ღორის მწვადის შემდეგ, ახლა უკვე კანაფით გაუმასპინძლდებიან. „ყრილობისგან განსხვავებით, მოსულ სტუმრებს ამჯერად ღორის მწვადით ვეღარ ვუმასპინძლებთ, თუმცა სპეციალურად შემომწირველებისთვის გუშინ საღამოს გირჩის ოფისში მოვჭერით ყველაზე ცნობილი კანაფის ძირი, რითიც სტუმრებს ვუმასპინძლებთ. მოსამართლე ნინო ყანჩაველის დადგენილებით, საქალაქო სასამართლომ ნიკა ობოლაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბრალდებულად სცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შსს ობოლაძეს კანაფის შემცველი ქოთნის შეძენა-შენახვას ედავებოდა. სინამდვილეში კი, ნიკა ობოლაძე პარტია გირჩის, ალბათ, ერთადერთი წევრია, რომელიც არ მოიხმარს არანაირ თრობის საშუალებას - არც ალკოჰოლს, არც ნარკოტიკს და არც თამბაქოს. საქმე ეხება 2 მაისის ინციდენტს, როდესაც გირჩის ყოფილი შენობის წინ (ქავთარაძის ქუჩაზე), დაახლოებით, 17:00 საათზე კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა 6-მა თანამშრომელმა, უხეში ფიზიკური მოქმედებებით, სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც საკუთარი სამსახურის ოფისში შედიოდა. ინციდენტში ჩაერივნენ გირჩის წარმომადგენლებიც, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მოდულის შენობის წინ), გადაიყვანეს. პოლიციელები ამბობდნენ, რომ მოქალაქე ნარკოლოგიურში გადაყვანაზე უარს იტყოდა და, შესაბამისად, გაათავისუფლებდნენ. სინამდვილეში კი, ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. განყოფილებაში შეიყვანეს ობოლაძეც, რადგან მას ხელში ჩითილი ეკავა. გირჩის წარმომადგენლებმა ქოთანი დემონსტრაციულად მიიტანეს პოლიციის განყოფილების წინ, რითიც განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებულ მოქალაქეს დააკავებდნენ, პასუხისგებაში გირჩის წევრებიც უნდა მიეცათ. აღსანიშნავია, რომ ობოლაძის დაკავებამდე ქოთანი გირჩის თითქმის ყველა წევრს ეკავა“, - აცხადებენ „გირჩში“.
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)